logo
ENG



მუსიკოსი: ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა

07 მარ 202114:37
3 წუთის საკითხავი
 
მუსიკოსი: ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა

ბერას მხრიდან მისთვის არასასურველი კომენტარის გამო მუქარასა და დაშინების მცდელობაზე კიდევ ერთი ადამიანი ლაპარაკობს - მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე Facebook-ზე წერს, რომ ბერამ "რეპერი ჯერონიმო და კიდევ 4 მენტი საბლატაოდ 2013 წელს მიუგზავნა". 

"ეტყობა, ვინმე ანზორი უეჭველი უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაციაში ჩართული :))

მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს იმით დამთავრდა რომ სტატუსის წაშლა მთხოვეს ეტყობა მანდაც რამე არ მოეწონა, ისე რო არ გამოვიდა როგორც უნდოდათ და მეორე დღეს კიდე დაარეკინა ვიღაცას, შენ ბოდიში არ უნდა მოგეხადა საჯაროდო?

მე კი არ მომიხდია ბოდიში და არც "მიკაჩავება" გამოუვიდათ, მაგრამ ეგ ჯერ კიდე კოჰაბიტაციის 2013 იყო მას მერე გაიზარდა პატარა ბერა "ჯოფრიც" და ახლა უკვე ანზორ "კლიგანის" მეშვეობით დასდევს მისთვის არასასურველი სტატუსების დამწერებს.

გუშინ რაც მოვისმინე, ამ ავადმყოფი ბავშვის დაგეშილი ტიპების მხრიდან მოქმედებების ზუსტად იგივე სქემა იყო, რითაც მაშინ ჩემთან ეცადნენ რაღაცის მიღწევას, ამიტომ, ვისაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ, მინდა, იმედები გაგიცრუოთ, რაც მოისმინეთ, ეგ, სავარაუდოდ, სრული სურათიც არაა იმის, თუ რას ავალებს და როგორ ბოლომდეც მიყვება ხოლმე აღსრულებას". - წერს სანდრო სულაქველიძე. 

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  


close დახურვა